Kato Jyotish ✦შეკვეთა

✦

ასტროკარტოგრაფია · ვედური ასტროლოგია

სად ანათებს შენი ვარსკვლავი?

შენი დაბადების რუკა, გადატანილი დედამიწის რუკაზე: რომელ ქვეყანასა და ქალაქში ძლიერდება შენი რუკის საუკეთესო მხარეები და როდის ჯობია გადასვლა.

ასტროკარტოგრაფია

აირჩიე შენი რუკა

სამი პაკეტი სამი სიტუაციისთვის. ყველა რეპორტი ინდივიდუალურად მზადდება შენი ვედური რუკის მიხედვით.

თუ უკვე იცი, სად გინდა წასვლა

ერთი ქვეყანა

სრული ანალიზი ერთ არჩეულ ქვეყანაზე: რას აჩვენებს შენი რუკა იქ, რომელი ქალაქები გიხდება და როდის ჯობია გადასვლა. შეგიძლია მეორე ქვეყანაც დაამატო და ორი ადგილი შეადარო.

125 ₾

მზადდება 1 კვირაში

დეტალურად

თუ ჯერ არ იცი, სად

სტანდარტი

მთელი დედამიწა ერთ რეპორტში: რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში ძლიერდება შენი რუკის საუკეთესო მხარეები, რამდენად გირჩევ რუკა საცხოვრებლის შეცვლას და როდის.

420 ₾

მზადდება 2 კვირაში

დეტალურად

წყვილისთვის და ოჯახისთვის

სინასტრია

როცა ერთად მიდიხართ: საერთო რუკა, რომელიც აჩვენებს, სად ჯობია ყველას ერთად ცხოვრება. თითოეული ადამიანი თანაბარი წონით ითვლება, და თითოეული საკუთარ სრულ რეპორტსაც იღებს.

890 ₾

მზადდება 3 კვირაში

დეტალურად
ილუსტრაცია: ქალი ყვავილით, ოქროსფერი სხივების ფონზე

ჩემ შესახებ

გამარჯობა, მე ვარ კატო

ვარ ვედური ასტროლოგი. 11 წელია ვმუშაობ ადამიანებთან ასტროლოგიით და ეზოთერიკით, და ჩემს ცოდნას YouTube-სა და Instagram-ზეც ვუზიარებ ათასობით ადამიანს.

ასტროკარტოგრაფია ჩემი საყვარელი მიმართულებაა. ის აჩვენებს, დედამიწის რომელ წერტილში იღვიძებს შენი რუკის ესა თუ ის მხარე, და ხშირად პასუხობს კითხვას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებს: დავრჩე თუ წავიდე, და თუ წავიდე, სად.

ვწერ პირდაპირ და გასაგებად, ზედმეტი მისტიკის გარეშე: მხოლოდ ის, რასაც შენი რუკა აჩვენებს.

როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი

  1. 1

    აირჩიე პაკეტი და შეავსე ფორმა

    დაბადების თარიღი, დრო და ადგილი. თუ დროში დარწმუნებული არ ხარ, იქვე შეუკვეთე დაზუსტება.

  2. 2

    გადარიცხე თანხა

    ანგარიშზე გადარიცხვა, დანიშნულებაში შეკვეთის ნომრით. მერე საიტზე მიუთითე გადარიცხვის თარიღი.

  3. 3

    მიიღე რეპორტი მეილზე

    ინტერაქტიული რუკა ბმულით და ფაილით, რომელიც ტელეფონზეც და კომპიუტერზეც იხსნება.

სიახლეები

დარჩი კავშირზე ვარსკვლავებთან

დროდადრო ვუგზავნი გამომწერებს ასტროლოგიურ დაკვირვებებს და ახალ სერვისებს. სპამის გარეშე.