Kato Jyotish ✦შეკვეთა

მომსახურების წესები

ბოლო განახლება: 2026 წლის ოქტომბერი

მომსახურება

ასტროკარტოგრაფიული რეპორტი მზადდება ინდივიდუალურად, ვედური ასტროლოგიის მეთოდით, შენ მიერ მოწოდებული დაბადების მონაცემების მიხედვით. რეპორტი მიიღება ელ. ფოსტით: ინტერაქტიული გვერდის ბმული და ფაილი.

ფასი და გადახდა

ყველა ფასი მითითებულია ლარში. გადახდა ხდება ანგარიშზე გადარიცხვით, დანიშნულებაში შეკვეთის ნომრით. მიწოდების ვადა (1, 2 ან 3 კვირა, პაკეტის მიხედვით) აითვლება თანხის მიღებიდან.

დაბადების დრო

რეპორტის სიზუსტე დამოკიდებულია დაბადების დროის სიზუსტეზე. თუ დრო არაზუსტია და დაზუსტება არ შეუკვეთე, ქალაქებისა და ხაზების მდებარეობა შეიძლება ცდებოდეს. დაზუსტება ეყრდნობა შენ მიერ მოწოდებულ მოვლენებს; თუ ისინი საკმარისი არ არის, დამატებითს მეილით გთხოვ.

აფგრეიდი და კითხვები

რეპორტის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში შეგიძლია გადახვიდე უფრო სრულ პაკეტზე სხვაობის გადახდით, ან დაამატო 3 კითხვა (სტანდარტსა და სინასტრიაზე).

რას აჩვენებს რეპორტი

რეპორტი აჩვენებს ტენდენციებს და შესაძლებლობებს შენი რუკის მიხედვით. ის არ არის გარანტია და არ ცვლის იურიდიულ, სამედიცინო, ფინანსურ ან საიმიგრაციო კონსულტაციას. საცხოვრებლის შეცვლის გადაწყვეტილება ყოველთვის შენია.

კონტაქტი

kato@katojyotish.com