კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის ოქტომბერი
ვინ ვარ
katojyotish.com არის ვედური ასტროლოგის, კატო მაყაშვილის საიტი. მონაცემებზე პასუხისმგებელი ვარ მე, კატო მაყაშვილი. კონტაქტი: kato@katojyotish.com.
რა მონაცემებს ვაგროვებ
- შენი სახელი და ელ. ფოსტა;
- შენი და შეკვეთაში ჩამოთვლილი ადამიანების სახელი, დაბადების თარიღი, დრო და ადგილი;
- დაბადების დროის დაზუსტებისას — ცხოვრების მოვლენები და მათი თარიღები;
- ქვეყანა, სადაც ცხოვრობ (თუ მიუთითებ), შეკვეთილი ქვეყნები და შენი კითხვები;
- გადარიცხვის თარიღი და შეკვეთის ნომერი;
- ბმულის ნიშანი, საიდანაც მოხვედი საიტზე (მაგ. Instagram).
ბარათის მონაცემებს საიტი არ აგროვებს: გადახდა ბანკში, ანგარიშზე გადარიცხვით ხდება.
რისთვის ვიყენებ
მხოლოდ შენი შეკვეთის შესასრულებლად: რუკის აგების, დაბადების დროის დაზუსტების, რეპორტის მიწოდებისა და შენთან კავშირისთვის. სიახლეების წერილებს მხოლოდ მაშინ ვგზავნი, თუ ამაზე თანხმობა მომეცი; გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეიძლება.
რამდენ ხანს ვინახავ
დაბადების მონაცემები ინახება მომავალი შეკვეთებისთვის, რომ ხელახლა შეყვანა არ დაგჭირდეს და დაზუსტებული დრო შენარჩუნდეს. ამაზე თანხმობას შეკვეთისას იძლევი. ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო შენი ან შეკვეთაში ჩამოთვლილი ადამიანების მონაცემების წაშლა მეილით, და მათ წავშლი.
სხვა ადამიანების მონაცემები
თუ შეკვეთაში სხვა ადამიანის მონაცემებს აწვდი, ადასტურებ, რომ სრულწლოვან ადამიანს აქვს ამაზე თანხმობა. არასრულწლოვანი შვილის მონაცემებს აწვდის მისი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.
ვის ვუზიარებ
მონაცემებს არ ვყიდი და არ ვუზიარებ სარეკლამო კომპანიებს. საიტის მუშაობისთვის ვიყენებ სანდო ტექნიკურ სერვისებს: მონაცემთა ბაზა (Supabase, ევროკავშირი), ჰოსტინგი (Cloudflare) და მეილების გაგზავნა (Resend). რუკის ასაგებად ვიყენებ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს (Claude), რომლებსაც მხოლოდ რუკისთვის საჭირო მონაცემები გადაეცემა.
შენი უფლებები
შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, და გააუქმო თანხმობა. მომწერე: kato@katojyotish.com.