Kato Jyotish ✦შეკვეთა

✦

ასტროკარტოგრაფიული რუკა

დაბადების რუკის თითოეული პლანეტა დედამიწაზე საკუთარ ხაზებს ავლებს. ამ ხაზებთან ახლოს რუკის შესაბამისი მხარე ძლიერდება: სადღაც კარიერა, სადღაც სიყვარული, სადღაც სიმშვიდე. ვედური ასტროლოგია კი აჩვენებს, როდის ჯობია გადასვლა.

პაკეტები

პაკეტები

რომელი გჭირდება?

თუ უკვე იცი, სად გინდა წასვლა

ერთი ქვეყანა

სრული ანალიზი ერთ არჩეულ ქვეყანაზე: რას აჩვენებს შენი რუკა იქ, რომელი ქალაქები გიხდება და როდის ჯობია გადასვლა. შეგიძლია მეორე ქვეყანაც დაამატო და ორი ადგილი შეადარო.

▶

ვიდეო მალე დაემატება

რას მიიღებ

  • ვედური რუკა და ასტროკარტოგრაფია არჩეულ ქვეყანაზე
  • ქვეყნის რეგიონები და ქალაქები (დიდ ქვეყნებში ჯერ შტატები ან რეგიონები)
  • ტოპ-10 ქალაქი ამ ქვეყანაში
  • 8 სფეროს შეფასება: კარიერა, ფინანსები, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, მეგობრები, პარტნიორი, პიროვნული ზრდა, დასვენება
  • შედარება იმ ქვეყანასთან, სადაც ახლა ცხოვრობ
  • გადასვლის რეკომენდაცია პროცენტით და შესაფერისი პერიოდები დაშების მიხედვით
  • პირველი წელი ახალ ადგილას და კარგი დღეები გადასასვლელად

125 ₾

მეორე ქვეყანა +60 ₾ (ორი ქვეყანა ჯამში 185 ₾)

მზადდება 1 კვირაში გადახდის მიღებიდან

შეკვეთა

თუ ჯერ არ იცი, სად

სტანდარტი

მთელი დედამიწა ერთ რეპორტში: რომელ ქვეყნებსა და ქალაქებში ძლიერდება შენი რუკის საუკეთესო მხარეები, რამდენად გირჩევ რუკა საცხოვრებლის შეცვლას და როდის.

▶

ვიდეო მალე დაემატება

რას მიიღებ

  • ემიგრაციის რეკომენდაცია პროცენტით: რამდენად გირჩევ რუკა გადასვლას და რატომ
  • ტოპ-10 ქვეყანა ქალაქებით
  • 8 სფეროს ცხრილი ყველა ქვეყნისთვის
  • ნებისმიერი ქვეყნის და ქალაქის ძებნა და შედარება
  • პლანეტარული ხაზების ინტერაქტიული რუკა
  • ემიგრაციის კალენდარი დაშების მიხედვით
  • პირველი წელი ახალ ადგილას და კარგი დღეები გადასასვლელად
  • სად ჯობია დასვენება

420 ₾

+ 3 კითხვა ნებისმიერ ქვეყანაზე: 120 ₾

მზადდება 2 კვირაში გადახდის მიღებიდან

შეკვეთა

წყვილისთვის და ოჯახისთვის

სინასტრია

როცა ერთად მიდიხართ: საერთო რუკა, რომელიც აჩვენებს, სად ჯობია ყველას ერთად ცხოვრება. თითოეული ადამიანი თანაბარი წონით ითვლება, და თითოეული საკუთარ სრულ რეპორტსაც იღებს.

▶

ვიდეო მალე დაემატება

რას მიიღებ

  • თითოეულს საკუთარი სრული სტანდარტი რეპორტი
  • საერთო რუკა: სად ჯობია ყველას ერთად ცხოვრება
  • თითოეულის ქულები ცალკე, და ნიშანი, სადაც ადგილი ვინმესთვის რთულია
  • რეპორტში თავად ირჩევ, ვინ მიდის, და საერთო ქულა თავიდან ითვლება
  • ერთად გადასვლის საერთო დრო
  • ერთი ღილაკით გადართვა თითოეულის რეპორტსა და საერთო ხედს შორის

890 ₾

2 ადამიანი 890 ₾ · ყოველი დამატებითი +350 ₾ (მაქსიმუმ 5)

მზადდება 3 კვირაში გადახდის მიღებიდან

შეკვეთა

ყველა პაკეტზე

დაბადების დროის დაზუსტება

ასტროკარტოგრაფიაში ხაზები ყოველ 4 წუთში 1 გრადუსით გადაადგილდება, რაც დაახლოებით 80–110 კილომეტრია. ანუ 10–15 წუთის შეცდომა ქალაქს მთლიანად ცვლის. თუ დაბადების დროში 5 წუთზე მეტად არ ხარ დარწმუნებული, გირჩევ, ჯერ დრო დავაზუსტოთ.

110 ₾ ერთ ადამიანზე · მოინიშნება შეკვეთის ფორმაში

მოგვიანებით

გადასვლა უფრო სრულ პაკეტზე

რეპორტის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, შენი შეკვეთის გვერდიდან, შეგიძლია დაამატო მეორე ქვეყანა, გადახვიდე სტანდარტზე ან სინასტრიაზე, ან დაამატო 3 კითხვა. იხდი მხოლოდ სხვაობას, და დაზუსტებული დრო ხელახლა არ იხდება.

როგორ მუშაობს

სამი ნაბიჯი

  1. 1

    აირჩიე პაკეტი და შეავსე ფორმა

    დაბადების თარიღი, დრო და ადგილი. თუ დროში დარწმუნებული არ ხარ, იქვე შეუკვეთე დაზუსტება.

  2. 2

    გადარიცხე თანხა

    ანგარიშზე გადარიცხვა, დანიშნულებაში შეკვეთის ნომრით. მერე საიტზე მიუთითე გადარიცხვის თარიღი.

  3. 3

    მიიღე რეპორტი მეილზე

    ინტერაქტიული რუკა ბმულით და ფაილით, რომელიც ტელეფონზეც და კომპიუტერზეც იხსნება.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ასტროკარტოგრაფია?

ეს არის შენი დაბადების რუკა, გადატანილი დედამიწის რუკაზე. ის აჩვენებს, სად ძლიერდება რუკის სხვადასხვა მხარე: კარიერა, სიყვარული, სიმშვიდე, ფინანსები და სხვა. ასე ჩანს, რომელი ქვეყნები და ქალაქები უფრო გიხდება.

რით განსხვავდება ვედური მიდგომა?

ვედური ასტროლოგია ვარსკვლავურ ზოდიაქოს იყენებს და აქვს დაშების სისტემა, რომელიც ცხოვრების პერიოდებს აჩვენებს. ამიტომ რეპორტში ჩანს არა მხოლოდ სად, არამედ ისიც, როდის ჯობია გადასვლა.

დაბადების ზუსტი დრო არ ვიცი. რა ვქნა?

ასტროკარტოგრაფიაში ხაზები ყოველ 4 წუთში 1 გრადუსით გადაადგილდება, რაც დაახლოებით 80–110 კილომეტრია. ანუ 10–15 წუთის შეცდომა ქალაქს მთლიანად ცვლის. თუ დაბადების დროში 5 წუთზე მეტად არ ხარ დარწმუნებული, გირჩევ, ჯერ დრო დავაზუსტოთ. შეკვეთის ფორმაში მონიშნე დაზუსტება (110 ₾) და შეავსე მოკლე კითხვარი შენი ცხოვრების მოვლენებით. დაზუსტებული დრო რეპორტშიც ჩაიწერება.

რა ფორმით მივიღებ რეპორტს?

მეილზე მიიღებ ინტერაქტიული გვერდის ბმულს და იმავე რეპორტს ფაილად. ფაილი ბრაუზერში იხსნება, ტელეფონზეც და კომპიუტერზეც, ინტერნეტის გარეშეც.

რამდენ ხანში მივიღებ?

ერთი ან ორი ქვეყანა — 1 კვირაში, სტანდარტი — 2 კვირაში, სინასტრია — 3 კვირაში. ვადა აითვლება გადახდის მიღებიდან.

როგორ გადავიხადო?

ანგარიშზე გადარიცხვით. შეკვეთის შემდეგ გამოჩნდება ანგარიშის ნომერი, თანხა და შეკვეთის ნომერი, რომელიც დანიშნულებაში უნდა ჩაწერო. გადარიცხვის შემდეგ საიტზე მიუთითე თარიღი.

შემიძლია მოგვიანებით უფრო სრულ პაკეტზე გადასვლა?

კი. რეპორტის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, შენი შეკვეთის გვერდიდან, მხოლოდ სხვაობის გადახდით. დაზუსტებული დრო ხელახლა არ იხდება.

რას ნიშნავს „3 კითხვა“?

სტანდარტსა და სინასტრიაზე შეგიძლია დაუსვა 3 ნებისმიერი კითხვა შეკვეთილ ქვეყანაზე ან ქვეყნებზე, და მიიღო დეტალური წერილობითი პასუხი მეილით. კითხვების დაწერა შეკვეთისასაც შეიძლება და რეპორტის მიღების შემდეგაც, 6 თვის განმავლობაში.

სინასტრიაში შვილის ჩართვაც შეიძლება?

კი, არასრულწლოვანი შვილის მონაცემებს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი აწვდის. სრულწლოვან ადამიანებს მათი მონაცემების გამოყენებაზე თანხმობა უნდა ჰქონდეთ.

ეს გარანტიაა, რომ იქ ყველაფერი კარგად იქნება?

არა. რუკა აჩვენებს ტენდენციებს და შესაძლებლობებს: სად რა ძლიერდება და რა მოითხოვს ყურადღებას. გადაწყვეტილება ყოველთვის შენია.

სად ინახება ჩემი მონაცემები?

დაბადების მონაცემები ინახება მომავალი შეკვეთებისთვის, რომ ხელახლა შეყვანა არ დაგჭირდეს. ნებისმიერ დროს შეგიძლია მათი წაშლა მოითხოვო მეილით.